Monday, July 18, 2016

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღეს  ჩემს მიერ შექმნილი საქაღალდეები ავტვირთე და განვათავსე ბლოგზე შექმნილ ახალ გვერდზე. ვისწავლე  ბლოგზე გვერდების დამატება და ბმულების მიბმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს  ვიმუშავეთ პროექტის ფარგლებში გაკეთებულ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე-პრეზენტაციაზე და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე. მოვახდინეთ ინტელის მიერ შემოთავაზებული შეფასების სქემის ადაპტირება.  საპრეზენტაციო პროგრამას და შეფასების სქემას გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას, ამიტომ, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.

მეექვსე დღის რეფლექსია

 გადავხედეთ ტრენინგის ფარგლებში შესასრულებელ სავალდებულო დავალებებს. გავეცანით საავტორო უფლებებს, რომელიც პროექტის ფარგლებში უნდა დავიცვათ, ინტერნეტსივრცეში განთავსებული მასალის გამოყენებისას და საავტორო უფლებების დაცვით შევინახეთ ჩვენთვის საინტერესო მასალები საქაღალდეში. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა. 

მეხუთე დღე

 მოვისმინეთ შერჩეული პროექტების  შესახებ მოფიქრებული საკვანძო კითხვები და გავეცანით პროექტის მსვლელობისას გამოსაყენებელ  შეფასების  სტრატეგიებს.  საშინაო დავალებაა   შეფასების დროის ჩარჩოს შევსება  სასწავლო პროექტის გეგმაში.

მეოთხე დღის რეფლექსია

განვსაზღვრეთ პროექტის მისაღწევი მიზანი და დავგეგმეთ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები.  ვისწავლეთ პროექტზე მუშაობისას, თუ რა სახის კითხვები უნდა შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს, რათა მათ დაინახონ პროექტზე მუშაობის საჭიროება და გაუჩნდეთ მუშაობის ინტერესი და სურვილი. გავეცანით  შეფასების რუბრიკას, რომელიც გაგვიადვილებს საშინაო დავალებად მოცემული ზოგადი,  თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების მოფიქრებას.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვები: 
რა არის მინი კომპანია?

 თემატური კითხვები:
 1. რა ეტაპები გაიარა საქართველოში მეწარმეობის განვითარებამ?
2. რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე მინი კომპანიების შექმნა?
 3. რა აუცილებელი პირობებია საჭირო მინი კომპანიის შექმნისათვის?

 შინაარსობრივი კითხვები:
 1. რა სახეობის კომპანიას შევქმნით?
 2. იდეების გენერირება და შესაქმნელი პროდუქციის შესახებ ბაზრის კვლევა და ანალიზი.
 3. რა სახის პროდუქციის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული კომპანია?