Monday, July 18, 2016

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღეს  ჩემს მიერ შექმნილი საქაღალდეები ავტვირთე და განვათავსე ბლოგზე შექმნილ ახალ გვერდზე. ვისწავლე  ბლოგზე გვერდების დამატება და ბმულების მიბმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს  ვიმუშავეთ პროექტის ფარგლებში გაკეთებულ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე-პრეზენტაციაზე და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე. მოვახდინეთ ინტელის მიერ შემოთავაზებული შეფასების სქემის ადაპტირება.  საპრეზენტაციო პროგრამას და შეფასების სქემას გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას, ამიტომ, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.

მეექვსე დღის რეფლექსია

 გადავხედეთ ტრენინგის ფარგლებში შესასრულებელ სავალდებულო დავალებებს. გავეცანით საავტორო უფლებებს, რომელიც პროექტის ფარგლებში უნდა დავიცვათ, ინტერნეტსივრცეში განთავსებული მასალის გამოყენებისას და საავტორო უფლებების დაცვით შევინახეთ ჩვენთვის საინტერესო მასალები საქაღალდეში. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა. 

მეხუთე დღე

 მოვისმინეთ შერჩეული პროექტების  შესახებ მოფიქრებული საკვანძო კითხვები და გავეცანით პროექტის მსვლელობისას გამოსაყენებელ  შეფასების  სტრატეგიებს.  საშინაო დავალებაა   შეფასების დროის ჩარჩოს შევსება  სასწავლო პროექტის გეგმაში.

მეოთხე დღის რეფლექსია

განვსაზღვრეთ პროექტის მისაღწევი მიზანი და დავგეგმეთ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები.  ვისწავლეთ პროექტზე მუშაობისას, თუ რა სახის კითხვები უნდა შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს, რათა მათ დაინახონ პროექტზე მუშაობის საჭიროება და გაუჩნდეთ მუშაობის ინტერესი და სურვილი. გავეცანით  შეფასების რუბრიკას, რომელიც გაგვიადვილებს საშინაო დავალებად მოცემული ზოგადი,  თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების მოფიქრებას.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვები: 
რა არის მინი კომპანია?

 თემატური კითხვები:
 1. რა ეტაპები გაიარა საქართველოში მეწარმეობის განვითარებამ?
2. რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე მინი კომპანიების შექმნა?
 3. რა აუცილებელი პირობებია საჭირო მინი კომპანიის შექმნისათვის?

 შინაარსობრივი კითხვები:
 1. რა სახეობის კომპანიას შევქმნით?
 2. იდეების გენერირება და შესაქმნელი პროდუქციის შესახებ ბაზრის კვლევა და ანალიზი.
 3. რა სახის პროდუქციის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული კომპანია?

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგი თანდათან უფრო საინტერესო ხდება,გავიაზრე პროექტის იდეა, დავიწყეთ ბროშურის დამზადების შესწავლა, საინტერესო და ,ამასთან ერთად, სპეციფიკური უნარების გამოყენება დაგვჭირდა.პროექტზე მუშაობისას, მისი დაინტერესებული მხარეებისათვის წარდგენის სხვადასხვა საშუალებას.გავეცანით, თუ რა სახის ინფორმაციას ვათავსებთ ბუკლეტზე მისი მომზადებისას. მე ეს აუცილებლად გამომადგება პროექტებზე მუშაობისას.

სასწავლო პროექტების მიზნები და ამოცანები

პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე შექმნიან მინი კომპანიას. პროექტი დაეხმარებათ მათ პრაქტიკულად აითვისონ ბიზნესის მართვის ძირითადი ცნებები.მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ისინი გაეცნობიან ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძვლებს პრაქტიკაში. მათ განუვითარდებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმოებისა და მართვის საკითხებში. დაეუფლებიან და დაინახავენ გუნდური მუშაობის უპირატესობებს, გამოიმუშავებენ ლიდერობის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა ადამიანებზე ზრუნვა, კეთილსინდისიერება, ტოლერანტობა და მიზნისკენ გეგმაზომიერი სწრაფვა.დაინახავენ თავისუფალი მეწარმეობის ღირსებებს. გაუჩნდებათ პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი და იქცევიან თავისუფალ მოქალაქეებად დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის საქართველოში.

რატომ უნდა ვისწავლოთ პროექტებით?

სასკოლო პროექტი- მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა თემაზე წარმოებული დამოუკიდებელი კვლევაა, რომელსაც ზედამხედველობს პედაგოგი. პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეები სწავლობენ: ურთიერთთანამშრომლობას, თავისუფალი აზრის გამოთქმას, თავიანთი მოქალაქეობრივი როლის განსაზღვრას, სამუშაო თემატიკის შესაბამისობაში მიზნების ჩამოყალიბებას, პრობლემების გამოკვეთას და მათ გადასაჭრელად სხვადასხვა სტრატეგიების შერჩევას. ყველა ეს უნარები მოსწავლეებს ეხმარებათ ცოდნის შეძენაში, მასწავლებელს კი სწავლების პროცესის წარმართვაში. პროექტებით სწავლება ის მეთოდია, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციასა და სწავლის სურვილს გაუღვიძებს და ხალისით ჩართავს სასწავლო პროცესში და ამავდროულად მოსწავლეთა იმ მნიშვნელოვანი უნარების კომპლექსურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რომელსაც თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე უნდა ფლობდეს.